ლეონარდო და ვინჩი
ლეონარდო და ვინჩი (1452-1519), გენიალური იტალიელი მხატვარი, ინჟინერი, მეცნიერი, აღორძინების ეპოქის ხელოვნებისა და მეცნიერების ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი. დაიბადა 1452 წლის 15 აპრილს. პატარა ქალაქ ვინჩიში. 1469 წელს ლეონარდოს მამა გადასახლდა ფლორენციაში. აქ ყმაწვილი სწავლობდა ხაზვას, ფერწერას და ქანდაკებას სწავლობდა მათემატიკის პერსპექტივის ანატომიის და ასტრონომიის საფუძვლებსაც. მიღებული ცოდნა მისი მრავალმხრივი საქმიანობის ფუნდამენტი გახდა. კულტურის ისტორიაში ლეონარდოს სახელი მოიხსენიება როგორც ფერწერის გენია, მისი სურათები ახლაც ამშვენებს მუზეუმების და გალერეების დარბაზებს.
ლეონარდო განათლებით იყო უნივერსალური ადამიანი.
ამას გარდა ლეონარდო და ვინჩი შეუდარებელი მეცნიერი იყო. მუშაობდა მათემატიკაში, მექანიკაში, რომელსაც მათემატიკური მეცნიერების „სამოთხეს“ უწოდებდა, ფიზიკაში, ასტრონომიაში, გეოლოგიაში, ბოტანიკაში, ანატომიაში, ადამიანთა და ცხოველთა ფიზიოლოგიაში. მექანიკაში ექსპერიმენტული გამოკვლევების თაყვანისმცემელი იყო. ამ გზით, მაგალითად, ცდილობდა განესაზღვრა ხახუნის კოეფიციენტი, სხვადასხვა ნივთიერებათა წინაღობა, გამოერკვია. სხეულთა ვარდნის თავისებურება და ჭურვის ტრაექტორიები. ნოვატორული ხასიათი ჰქონდა მის ცდებს მფრინავი აპარატების აგებისას, ფრინველთა ფრენაზე დაკვირვებებზე დაყრდნობით. ლეონარდოს შემონახულ ესკიზთა შორის არის პარაშუტის და ვერტმფრენის ნახატები. გამოკვლევები, რომელთაც აწარმოებდა ლეონარდო და ვინჩი ბრტყელი ფიგურებისა და გეომეტრიული სხეულების სიმძიმის ცენტრის განსაზღვრაზე, XVI საუკუნის მეცნიერებმა გააგრძელეს.
ლეონარდო და ვინჩის როგორც ინჟინრის შემოქმედებაში საპატიო ადგილი უჭირავს დიდი ჰიდროტექნიკური კონსტრუქციების პროექტებს რომლებიც იმ დროს არ განხორციელებულა. თუმცა მისმა შრომებმა ამ დარგში ზიარჭურჭელში სითხის ქცევის სწორ აღწერამდე მიგვიყვანა ლეონარდო ახლოს იყო იმ კანონის აღმოჩენასთან, რომელსაც ახლა ფრანგი ფიზიკოსის და მათემატიკოსის პასკალის კანონი ეწოდება.
ფიზიკის სფეროში ლეონარდო და ვინჩი ბევრ ყურადღებას უთმობდა ოპტიკის პრობლემებს. სხვათა შორის, მიისწრაფოდა ექსპერიმენტული გზით განესაზღვრა სინათლის ძალა და მისი დამოკიდებულება სინათლის წყარომდე მანძილზე. აქ ის ახლოს იყო სინათლის ტალღური ბუნების ფორმულირებასთან. წყლის ზედაპირზე ტალღის გავრცელებასა და ბგერითი და სინათლის ტალღებს შორის საერთოს ამჩნევდა.
ლეონარდო და ვინჩის ინტერესი ფიზიკის პრობლემებით არ იფარგლებოდა. იგი კოსმოლოგიაზეც დაფიქრდებოდა ხოლმე. მისი იდეები ამ სფეროში ნოვატორულ და პროგრესულ ხასიათს ატარებენ. გარდა ამისა დაინტერესებული იყო დედამიწის ისტორიით. იმ დროისათვის გაბედულად უარყოფდა ზებუნებრივი ძალებით სამყაროს შექმნის „ჭეშმარიტებას“.
მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ აღნიშნა ამ დიდი ფერმწერისა და მეცნიერის დაბადების ხუთასი წლისთავი. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1952 წელი ლეონარდო და ვინჩის წელად გამოაცხადა.