ლეონიძე დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლეონიძე დავით (1848 — 1921), შვილიშვილი ერეკლე მეფის მსაჯულის სოლომონ ლეონიძისა. მისი კორესპონდენციები ქვეყნდებოდა ხან ინიციალებით (დ.ლ.), ხან ფსევდონიმებით (კაცხელი, შემთხვევით ჭიათურელი). მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა მთლიანად გამოქვეყნებული არ არის. სხვა ნაწარმოებთა შორის აქვს დაწერილი ვრცელი ლექსი („მოგონება”), რომელიც დაიბეჭდა 1876 წელს გაზეთ „დროებაში” და ეძღვნება სოლომონ მსაჯულის ხსოვნას.