ლეო ქიაჩელის ქუჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Leo qiachelis qucha.png

ლეო ქიაჩელის ქუჩა – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისის რაიონი (ვერე); ვარდების რევოლუციის მოედნიდან ვერის ბაღამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის II ნახევარში. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც გ. ყორღანოვის ქუჩა. აქ ოლღას (ახლანდ. მ. კოსტავას) ქუჩისა და ვერის დაღმართის კუთხეში. ცხოვრობდა მსხვილი მესაკუთრე გ. გ. ყორღანოვი და ქუჩაც მის სახელს ატარებდა, 1923 დაერქვა გ. ნ. ყორღანოვის, შემდეგ – კ. საჯაიას. 1948 წელს – ვაჟა-ფშხველას. ხოლო 1964 წელს კი – ლ. ქიაჩელის სახელი. ქუჩაზეა ლურჯი მონასტერი (ანდრია პირველწოდებულის ეკლესია). ქიაჩელის ქუჩისა და ნ. ნიკოლაძის ქუჩის გადაკვეთაზე – იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია. შემონახულია XIX საუკუნის დასასრულისა და XX-ს დასაწყისის საცხოვრებელი სახლები.


წყარო

ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები