ლესია უკრაინკას ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლესია უკრაინკას ქუჩა – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისის რაიონი (მთაწმინდა): შოთა რუსთაველის გამზირიდან ზურაბ ჟვანიას ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX. საუკუნეში. თბილისის 1867 წ. გეგმაზე დატანილია როგორც გიმნაზიის შესახვევი (სახელწოდება უკავშირდება თბილისის კლასიკურ გიმნაზიას), 1923 მაქსიმ გორკის სახელი დაერქვა. შემდეგ სახ-კომსაბჭოს ქუჩა. (ასეა დატანილი თბილისის 1934 წ. გეგმაზე). 50-იანი წლებიდან ლესია უკრაინკას სახელი ჰქვია. ლესია უკრაინკა თბილისში პირველად 1903 წამოვიდა და ამ ქუჩის მახლობლად ცხოვრობდა.