ლიადოვი ანატოლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანატოლი ლიადოვი

ანატოლი ლიადოვი – (29. IV. 1855, პეტერბურგი –15. VIII. 1914, პოლინოვკა, დაკრძალულია პეტერბურგში), რუსი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი. 1878 დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია ამავე წლიდან სამეფო კარის კაპელისა და კონსერვატორიის მასწავლებელი იყო (1886-პროფესორი). მისი მოწაფეები იყვნენ: ნ. მიასკოვსკი, , ბ. ასაფიევი და სხვ. 70-იან წლებში ლიადოვი დაუახლოვდა „მძლავრ ჯგუფს“, 80-იან წლებში ბელიაევის წრის წევრი გახდა. გამოდიოდა, როგორც დირიჟორი. მისი ნაწარმოებები გამოირჩევა მელოდიურობით, ნატიფი ფორმითა და ლაკონიურობით.ხ ლიადოვი მუსიკალური მინიატიურების ოსტატია (საორკესტრო პიესები „კუდიანი“, „რვა რუსული ხალხური სიმღერა“, „ჯადოსნური ტბა“, „ჭინკა“, საფორტეპიანო „მუსიკალური სათუთუნე“ და სხვ.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები