ლიბერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლიბერი – (რომ.) ნაყოფიერების ძველ იტალიური ღვთაება. მოგვიანებით მას მეღვინეობის მფარველის ფუნქციაც მიენიჭა, ხოლო ამ სახით იგი დიონისეს გაუთანაბრეს.
ლიბერის მეუღლე ლიბერა დიონისეს მეუღლე არიადნესთან გააიგივეს.
მიწათმოქმედებისა და ნაყოფიერების ამ ღვთაებებს რომაელებმა კიდევ ერთი ქალღმერთი, კერესი (ცერერა) დაუკავშირეს და ასე შექმნეს ე.წ. „პლებსის სამება“, რომელსაც თაყვანს სცემდა ხალხი, ძირითადად დაბალი ფენა.
ლიბერის პატივსადებად იმართებოდა დიდი ზეიმი, რომელსაც ლიბერალიები ეწოდებოდა.