ლითონის სამაგრებით შეერთება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლითონის სამაგრებით შეერთება

ლითონის სამაგრებით შეერთება − შეერთების სახე, სადაც შესაერთებელი ელემენტები ერთმანეთს უერთდება სხვადასხვა ფორმის ლითონის სამაგრების გამოყენებით. მიმაგრება ხდება ხრახნების საშუალებით. ეს სამაგრები წარმოადგენს სხვადასხვა დანიშნულებისა და ფორმის ფოლადის დეტალებს წინასწარ დაშტამპული ნახვრეტებით. კოლექციაში შედის უნივერსალური ელემენტები: ფირფიტები და კუთხოვანები ჩვეულებრივი, მარტივი ტიპის შეერთებებისათვის, აგრეთვე სპეციალური დეტალები, რომლებიც საშუალებას იძლევა დავამაგროთ ძელები ერთმანეთთან პირდაპირი თუ ნებისმიერი კუთხით, კოჭი მივამაგროთ ბეტონის საყრდენს, დახრილი ნივნივი – წოლანას და ა.შ. ასეთი სამაგრების გამოყენება მნიშვნელოვნად ამარტივებს რთული მოხაზულობის სახურავის კონსტრუქციის მოწყობას, რადგან აღარ გვჭირდება ღარების, კოტების, ჩანაჭრების მოწყობა. მონტაჟისათვის საკმარისია ფოლადის სამაგრები, ხრახნები და ელექტროსახრახნისები. კონსტრუქციის მონტაჟი (აწყობა) მიმდინარეობს სწრაფად და ხარისხიანად.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები