ლითონის სახურავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლითონის სახურავი (ინგლ. metal roof) – სახურავის კონსტრუქცია, შედგენილი ლითონის (ან ლითონისა და ხის) მზიდი ელემენტებისა და ლითონის ბურულისაგან.
გავრცელებულია ბურულის ორი ძირითადი სახეობა: რულონური (ფურცლოვანი) და დაპროფილებული (ლითონკრამიტის ჩათვლით). ამათგან ყველაზე მეტად პოპულარულია მოთუთიებული ფოლადის ბრტყელი ფურცლები და დაპროფილებული ფენილი.