ლითონური წყალბადი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლითონური წყალბადი − წყალბადის ფაზური მდგომარეობების ერთობლიობა, რომელიც იმყოფება უკიდურესად მაღალი წნევის ქვეშ და რომელმაც განიცადა ფაზური გარდაქმნა. ლითონური წყალბადი წარმოადგენს ნივთიერების ახალ მდგომარეობას, და ზოგიერთი მოსაზრებით, უნდა გააჩნდეს ზოგიერთი სპეციფიკური თვისება – მაღალტემპერატურული ზეგამტარობა და მაღალი კუთრი თბური ფაზური გადასვლა. ნაწინასწარმეტყველები იქნა 1935 წელს. ლაბორატორიულ პირობებში პირველად სინთეზირებული იქნა 1996 წელს ლოურენსის სახელობის ლივერმორის ნაციონალურ ლაბორატორიაში (აშშ, კალიფორნიის შტატი) და ამ ნივთიერების სიცოცხლისუნარიანობა შეადგენდა დაახლოებით ერთ მიკროწამს. 2017 წელს კი ჰარვარდის უნივერსიტეტის (კემბრიჯი, აშშ, მასაჩუსეტსის შტატი) მეცნიერებმა მიიღეს ლითონური წყალბადის სტაბილური ნიმუში.