ლიკვიდურობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლიკვიდურობა (liquidity),
- ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს სხვადასხვა აქტივის ფულად გარდაქმნის შესაძლებლობას. აქტივების გადახდის საშუალებად გამოყენების უნარი მათი ნომინალური ღირებულების შეუცვლელად;
- ფირმის (კომპანიის, ბანკის და ა.შ.) უნარი, დროულად შეასრულოს თავისი ვალდებულებები. ლიკვიდურობის დონეს განსაზღვრავს ადვილად რეალიზებადი აქტივების ხვედრითი წონა, კრედიტების ოპერატიული მობილიზების შესაძლებლობები, დავალიანების ოდენობისა და კონკრეტულ მომენტში ფირმის განკარგულებაში არსებული ლიკვიდური სახსრების თანაფარდობა და სხვ. ფირმის უუნარობა გადასახადების დროულად გადახდისა და სავალო ვალდებულებების დაფარვაში წარმოებრივი ციკლის დარღვევაზე მეტყველებს. გასაღების სიძნელეები და წარმოების დაუტვირთაობა ფირმას აიძულებს აიღოს მეტისმეტად დიდი კრედიტები, რაც აუარესებს მის ლიკვიდურობას.