ლილუაშვილი თამუნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თამუნა ლილუაშვილი

თამუნა ლილუაშვილი − (Tamuna Liluashvili), ქართველი დიპლომატი, 2018 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში – აკრედიტებული ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში

დაიბადა 27 იანვარი, 1978 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1996-2000 − ბაკალავრის ხარისხი, საერთაშორისო ურთიერთობა, Agnes Scott College, აშშ.;
1999 − საერთაშორისო ბიზნესი, მარკეტინგი და ვაჭრობა ამერიკული უნივერსიტეტი, აშშ.;
2011-2014 − მაგისტრის ხარისხი, გლობალური მენეჯმენტი, გრენობლის ბიზნეს სკოლა, საფრანგეთი;
2018 − დონალდ რამსფელდის ფონდი, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტი; მკვლევარი;
2020 − სერტიფიკატი, Fletcher School of Law and Diplomacy, Tufts University, LEADx Change.

სამუშაო გამოცდილება:
2001-2006 − საერთშორისო ურთიერთობების ცენტრი, SCIS, აშშ., დირექტორი, საერთაშორისო პროგრამების, საზოგადოებასთან ურთიერთობების კოორდინატორი;
2007-2008 − საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, დირექტორი;
2008-2014 − არ-ემ-ჯი ჯგუფი, თბილისი, გენერალური დირექტორის მოადგილე, საერთაშორისო და ინვესტორთან ურთიერთობების სამსახური;
2014-2017 − საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, დირექტორის პირველი მოადგილე, აღმასრულებელი დირექტორი;
2017-2018 − ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აწარმოე საქართველოში − საინვესტიციო მრჩეველი.

ფლობს: ინგლისურ, რუსულ და ესპანურ (შუალედური) ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები