ლიმონი კომუნე
ლიმონი კომუნე - წარმოადგენს საშუალო სიდიდის (2,5–3 მეტრი სიმაღლის) მცენარეს. მას ახასიათებს გაშლილი სქელი ვარჯი. ძირითადი ტოტები 3–4 აქვს. ახალგაზრდა ნორჩი ყლორტები შეფერილია იისფრად; ეკლები იცის წვრილი, მოკლე და მცირე რაოდენობით. ფოთოლი მოგრძო-ოვალურია, 10 სმ. სიგრძით. ყუნწი 0,7-1,2 სმ. მომრგვალო, უფრთო ან ოდნავ შემორკალული ფრთებით.
მასიურად ყვავილობს მაისის ბოლოდან ივნისის პირველ რიცხვებამდე. ყვავილები თითოეულაა, საშუალო სიდიდის და გვირგვინი გარედან ვარდისფერია.
ნაყოფი ოვალური მოგრძოა, 7,5–8 სმ. სიმაღლის და 5,5–6 სმ. დიამეტრის, წონა 125–135 გრ. ნაყოფი მომწვანო-ყვითელი ფერისაა, გლუვი ზედაპირით, წვერი აქვს ბლაგვი და განიერი. ფუძე მრგვალი, ზოგჯერ ნაოჭიანი.
სირბილე მოყვითალო ფერისაა, შედგება 10–12 თხელაპკიანი სეგმენტისაგან. არომატი კარგი აქვს. საწვნე უჯრედები თხელია, მოგრძო თითისტარისებრი, წვენი იცის უხვი, უფერული და მჟავე გემოსი.
კანი ელასტიკურია, საკმაოდ სქელი.
თესლი აქვს ცოტა, რომელიც მსხვილი, მრგვალი, ოდნავ მოხრილი და მახვილწვერიანია. ნაყოფი მწიფდება ნოემბერ-დეკემბერში.
მოსავლიანობა კარგი იცის. რემონტატურობა არ ახასიათებს.