ლიპყინული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლიპყინული – მეტეოროლოგიური ტერმინია და ნიშნავს დაბალი ტემპერატურის პირობებში საავტომობილო გზების საფარის მოყინვას. გზის საფარზე ლიპყინული წარმოიქმნება დათბობისა და შემდეგ უეცრად ატმოსფერული ნალექის მოსვლის შედეგად. ლიპყინული ჩნდება აგრეთვე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების სადენებზე ლოლუების სახით.