ლირიკული გადახვევა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლირიკული გადახვევა – ეპიკური ნაწარმოების ის ადგილები, სადაც ავტორი უშუალოდ გამოთქვამს თავის დამოკიდებულებას მოვლენების, ან პერსონაჟების მიმართ.
ლირიკული გადახვევის მაგალითებს ვხვდებით ნ. ბარათაშვილის პოემაში „ბედი ქართლისა“, ი. ჭავჭავაძის „კაციაა ადამიანში?!“, ა. წერეთლის „თორნიკე ერისთავში“, შ. დადიანის „გვირგილიანების ოჯახში“ და სხვ.