ლირიკული ოპერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლირიკული ოპერა – საერთო გაგებით ლირიკული ხასიათის ოპერა. საფრანგეთში, XIX საუკუნის მე–2 ნახევარში ლირიკულ ოპერას მიენიჭა უპირატესობა, როგორც განსაკუთრებულ ჟანრს. ამ ჟანრისათვის დამახასიათებელია კლასიკური ლიტერატურის ქმნილებებზე აგებული სიუჟეტები, რომლებშიც უმთავრესად გამოკვეთილია ლირიკული ხაზი აგრეთვე ეგზოტიკური ხასიათის სიუჟეტებიც, მისწრაფება სცენური სახეების გულითადი და პოეტური მუსიკალური დახასიათებისაკენ.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები