ლირსი (არქიტექტურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლირსი − კედლის, პილასტრის ან კარის ზედაპირის მოჩარჩოებული ან ჩაღრმავებული დეკორატიული ნაწილი; კარის, ტიხრის ან კარადის და სხვა სახის ავეჯის კარის სიბრტყის ნაწილში ჩასმული მოჩარჩოებული შემავსებელი თხელი ფიცარი, ფანერა (ფირფიცარი) ან სხვა სახის მასალა; თხელი ფიცრის, ფანერის ან სხვა სახის მასალისაგან დამზადებული პატარა დაფა, რომელიც ავსებს კარის, კარადის და სხვ. ჩონჩხედის (კარკასის) ღრეჩოს;
დეკორატიული ლირსი – მომცრო ზომის ხის ჩარჩო მასში ჩამაგრებული სელის ქსოვილის ნაჭრით.