ლისენკო ნიკოლო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნიკოლო ლისენკო – (10.III.1842, სოფ. გრინკი, ახლანდელი პოლტავის ოლქი – 24.X.1912, კიევი), უკრაინელი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, ფოლკლორისტი, ეროვნული საკომპოზივიო სკოლის ფუძემდებელი.
1864 ლისენკომ. დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი, 1867-69 სწავლობდა ლაიფციგის, 1874-76 კი – პეტერბურგის კონსერვატორიაში. 1904 კიევში მისი თაოსნობით გაიხსნა მუსიკალური დრამის სკოლა (1918-იდან მისი სახელობის მუსიკალური დრამატული ინსტიტუტი). ლისენკომ საფუძველი ჩაუყარა უკრაინულ საოპერო ხელოვნებას. განსაკუთრებით პოპულარულია ხალხური სიმღერების საფუძველზე შექმნილი ოპერა „ნატალკა-პოლტავკა“ (1889) და ოპერა „ტარას ბულბა“ (1890 დაიდგა 1924, ხარკოვში), რომანსები, ვოკალური ციკლები, კამერულ-საკრავიერი ნაწარმოებები და სხვ.