ლისის წმინდა ესტატეს ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლისის წმინდა ესტატეს ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ ლისის განაპირას, ჩრდოეთით, სასაფლაოზე. თარიღდება განვითატრბული ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (9,65X5,35 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, ფასადები მოპირკეთებულია თლილი ქვით. ნაგებია ნატეხი ქვის არასწორი რიგებით, ფასადები მოპირკეთებულია თლილი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთ ფასადში ერთი სწორკუთხა სარკმელი და მის ორივე მხარეს თითო ღრმა ნახევარწრიული (სიმაღლე 2 მ) და თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. დასავლეთისა და სამხრეთის კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე შემორჩენილია პილასტრები, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა.