ლიტკე ფიოდორ
ფიოდორ ლიტკე – (რუს. Фёдор Петро́вич Ли́тке; გერმ. Friedrich Benjamin Graf von Lütke; 1797-1882 წ.წ.), რუსი მეზღვაური, ადმირალი.
1821-1824 წ.წ. მან შემოუარა ახალი მიწის დასავლეთ სანაპიროს კუსოვის კონცხიდან სამხრეთით პრინც ნასაუს კონცხამდე ჩრდილოეთით; 1822-1823 წლების განმავლობაში ლიტკემ გამოიკვლია მურმანის სანაპირო ნორვეგიის საზღვრამდე.
1826-1829 წ.წ. განმავლობაში ის იმყოფებოდა დედამიწის ირგვლივ მოგზაურობაში ხომალდ „სენიავინი“-თ და აღწერა კამჩატკის და ჩუკოტკის ნახევარკუნძულის ნაპირები, აღმოაჩინა და აღწერა კაროლინის არქიპელაგის თორმეტი კუნძული, გამოიკვლია და რუკაზე გადაიტანა ბონინის კუნძულები და სხვ.
თავისი მოგზაურობანი და გამოკვლევანი ლიტკემ აღწერა შემდეგს შრომებში:
1) „ოთხჯერ მოგზაურობა ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში… 1821-1824 წ.წ.“ (პეტერბურგი, 1828 წ. ორ ტომად) და
2) „მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ… სამხედრო ხომალდით უსენიავინი“-თ 1826-1829 წ.წ.“ (პეტერბურგი, 1834-1836 წ.წ.).