ლიფტური ორსართულიანი სცენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლიფტური ორსართულიანი სცენა – ამწე-დამწე სცენის ნაირსახეობა. მაქსიმალური მდგრადობის მისაღწევად მზადდება მეტალისგან. მისი ზედა და ქვედა ნაწილები დამოუკიდებელი სცენური პლანშეტებია. ზედა კონსტრუქცია შესაძლებელია აიწიოს პორტალურ თაღამდე, ქვედა კი ჩავიდეს დამხმარე სათავსოში. ვიდრე ქვედა სართულზე თამაშდება სცენა, ზედა პლანშეტზე შესაძლებელია ახალი დეკორაციის დადგმა. მოქმედების დამთავრების შემდეგ, ზედა იკავებს ქვედა პლანშეტის ადგილს, ხოლო ქვედას კი უკვე ამზადებენ მომდევნო სცენისათვის.

ლიფტური ორსართულიანი სცენა პირველად შეიქმნა ნიუ-იორკში 1879 წ. მედისონ-სკვერის თეატრში.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები