ლიქასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლიქასი(ბერძნ.) ჰერაკლესა და დეიანირას მოსამსახურე.

ლიქასს გაატანა დეიანირამ ის საზეიმო მოსასხამი, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა ჰერაკლესათვის. ნესოსის შხამით გაჟღენთილი სამოსი ცეცხლივით შემოენთო გმირთაგმირს სხეულზე. გამწარაბული ჰერაკლე ლიქასს ეძებდა, ხეებსა და მთებს გლეჯდა სიმწრისგან და ქვიშასავით ფშვნიდა. ბოლოს ბუჩქებში მიმალულ ლიქასსაც მოჰკრა თვალი, ხელი დაავლო, შურდულივით დაატრიალა და შუა ზღვაში მოისროლა.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები