ლიქიორი „აბრიკოტინი“
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლიქიორი „აბრიკოტინი“
500 გრ გარგარი;
3 ლ სპირტი;
3 კგ შაქარი;
2 ლ წყალი.
შაქრით და წყლით მოვამზადოთ სიროფი. გარგარი გავჭრათ შუაზე, გამოვაცალოთ კურკა (კურკა ცალკე დავნაყოთ) და რბილობი კარგად დავჭყლიტოთ. მიღებული მასა და დანაყილი კურკა შევურიოთ შაქრის სიროფს და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გავაცივოთ, დავუმატოთ სპირტი, დავაყენოთ ერთი თვის განმავლობაში თბილ ადგილზე (ყოველდღიურად შევანჯღრიოთ), გავფილტროთ და ჩავასხათ ბოთლებში.