ლიხის ქედი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლიხის ქედი – ქედი საქართველოში. ლიხის ქედი, გამოჰყოფს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს; ქედის სიგრძე 102 კმ-ია. მისი მწვერვალებია: რიბისი (2470 მ), ალხაშენდა (2319 მ), ბილურთა (2166 მ) და სხვ. უღელტეხილებიდან მნიშვნელოვანია – რიკოთი (999 მ), ჯვარი (936 მ) და სხვ. ლიხის ქედი საგრძნობ გავლენას ახდენს მხარის ბუნების ჩამოყალიბებაზე, განსაკუთრებით კი კლიმატზე.