ლი რობერტ ედუარდ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლი რობერტ ედუარდ (ინგლ. Robert Edward Lee) (დ. 1807 — გ. 1870) – ამერიკელი გენერალი.
1861-65 წლების სამოქალაქო ომის დროს სამხრეთელთა არმიის მთავარსარდალი. რამდენიმეჯერ გაიმარჯვა ჩრდილოელებზე, მაგრამ დამარცხდა გეტიზბერგის ბრძოლაში (1863), ხოლო 1865 წელს გამოაცხადა კაპიტულაცია. ამერიკის ისტორიოგრაფიაში ლი ითვლება გამოჩენილ მხედართმთავრად და აშშ-ის ეროვნულ გმირად.