ლოგანი ჯონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯონ ლოგანი – (დ. 1923 – გ. 1987), ამერიკელი პოეტი, განათლებით ზოოლოგი. ლიტერატურაში მისი მოსვლა ემთხვევა ამერიკულ პოეზიაში ანტიფორმალისტური მოძრაობის გაშლას. ლოგანი ერთი შეხედვით შეუმჩნეველი დეტალებისა და ნიუანსების მხატვარია; მისთვის უცხოა საგნებსა და მოვლენებს, ემოციებსა და სტაბილურ მიმართებებს შორის წინააღმდეგობის ძიება, და ურთულესი კავშირ-ურთიერთობების მიღმა არსებული კანონზომიერებების ჩვენებას ცდილობს. „ლოგანის ლექსები უკიდურესი ინდივიდუალობით და ბუნებრიობით ხასიათდება, არ იზღუდება სტრუქტურული, თემატური თუ ინტონაციური სტანდარტებით. მისი ლექსები ბუნებრივად სუნთქავენ; ისინი უბრალოდ იწყებიან და ინტენსიურად იზრდებიან თავიანთივე ემოციური აუცილებლობიდან, როგორც – ადამიანის სუნთქვა ბრძოლის ან სიყვარულის დროს. კონტრაპუნქტის ჰარმონიული ინტონაციების ფონზე, რაც სავსებით ეხმიანება ადამიანის შინაგან სიმთა მრავალფეროვნებას, ეს ლექსები ეპიფანიებად გვევლინებიან. ადამიანის ინტეგრირებული ინდივიდუალურობის გამოცდილების მდიდარი მოზაიკა, საკუთარი მე-დან ამოზრდილი მელოდიური ჯაჭვის ილუმინაციები ჯონ ლოგანის ლექსებში ერთსა და იმავე დროს წარმოადგენენ „გამოუცნობს, როგორიცაა მოწყალება“ და „ყურით სასმენელ ბალეტს“ CAP (თარგმნა ლიკა მარღანიამ).


წყარო

მეოცე საუკუნის ამერიკელი პოეტები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები