ლოგისტიკის დაცვა და თავდაცვა
ლოგისტიკის დაცვა და თავდაცვა – ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდება ლოგისტიკის ობიექტებზე, ინფრასტრუქტურაზე საჰაერო და სახმელეთო მოწინააღმდეგის ზემოქმედების აღკვეთის და მაქსიმალური შესუსტების მიზნით.
ლოგისტიკის დაცვა და თავდაცვის სისტემა მოიცავს: ლოგისტიკის ობიექტებს, შენაერთებს, ნაწილებს, ქვედანაყოფებსა და დაწესებულებებს, მათი დაცვისა და თავდაცვისათვის გამოყოფილ ძალებს და საშუალებებს; მართვის ორგანოებს. ეწყობა საობიექტო, საბაზო ან საგარნიზონო პრინციპით. ხორციელდება ლოგისტიკის შენაერთების, ნაწილების, ქვედანაყოფების, დაწესებულებების ძალებითა და საშუალებებით მათი პასუხისმგებლობის ზონებში იმ ჯარებთან ურთიერთქმედებით, რომლებიც ლოგისტიკის ზოლში იმყოფებიან. ლოგისტიკის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა, გარდა თავისი საშუალებებისა, ხორციელდება საჰაერო თავდაცვის საერთო სისტემით.