ლოგისტიკის დაწყობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლოგისტიკის დაწყობა – ლოგისტიკის იმ ძალების და საშუალებების დაჯგუფება, რომლებიც ჯარების (ძალების) ლოგისტიკის უზრუნველყოფის ამოცანების გადასაწყვეტად ოპერაციის (საბრძოლო მოქმედების) მომზადების და მსვლელობის დროს იქმნება; ჯარების (ძალების) ოპერატიული დაწყობის ელემენტი. ჩვეულებრივ, ლოგისტიკის დაწყობა მოიცავს: ლოგისტიკის დაჯგუფებას დაფარვის ჯარების (I ეშელონის) უზრუნველსაყოფად მთავარ დასხვა მიმართულებებზე, ლოგისტიკის დაჯგუფებას გაერთიანების მთელი ჯარების უზრუნველსაყოფად, ლოგისტიკის დაჯგუფებას და მატერიალური საშუალებების მარაგს II ეშელონის (რეზერვების), მობილური ძალების შემადგენლობაში შემავალი გაერთიანებების და შენაერთების წინ წაწევის და ბრძოლაში შეყვანის უზრუნველსაყოფად.