ლოგისტიკური უზრუნველყოფა (ჯარების, ძალების)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლოგისტიკური უზრუნველყოფა (ჯარების, ძალების) – ღონისძიებების სისტემა, რომლებიც ხმარდება ჯარების (ძალების) მატერიალურ, სატრანსპორტო, საყოფაცხოვრებო და სხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, მათი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნების, დასახული ამოცანების შესრულების ან ყოველდღიური ამოცანების გადაწყვეტის მიზნით. საომარი მოქმედების უზრუნველყოფის სახეობა.

მოიცავს: მატერიალურ, სატრანსპორტო, საინჟინრო, სააეროდრომო, სააეროდრომო-ტექნიკურ, სამედიცინო, სავეტერინარო, სავაჭრო – საყოფაცხოვრებო, საბინაო-საექსპლუატაციო და საფინანსო უზრუნველყოფას.

ლოგისტიკური უზრუნველყოფის ორგანიზებას უწევენ: გაერთიანებაში (შენაერთში, ნაწილში) – შესაბამისი შტაბის ლოგისტიკის უფროსები, ქვედანაყოფში – ქვედანაყოფის მეთაური.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები