ლოკაცია (ბგერითი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლოკაცია (ბგერითი) (ლათ. lokatio – განლაგება, მდებარეობა) – ელექტრომაგნიტური ან ბგერითი ტალღების მეშვეობით ობიექტების ადგილმდებარეობის და მოძრაობის პარამეტრების განსაზღვრა. ტალღების ფიზიკური ბუნების მიხედვით განასხვავებენ რადიოლოკაციას, ოპტიკურ და ბგერით ლოკაციას.
სამხედრო საქმეში ლოკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა კოსმოსური, საჰაერო, სახმელეთო, წყალზედა და წყალქვეშა ობიექტების აღმოჩენა, ამოცნობა და თანხლება; მონაცემების მიწოდება ცეცხლის მართვისა და იარაღის გამიზვნისთვის; ნავიგაცია; დაზვერვა და სხვა.