ლოლუა გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ლოლუა

ლოლუა გიორგი — (1919 − 1990), ქართველი ინჟინერი და პოეტი. დაიბადა სოფელ ზემო ქვალონში (ხობი). მეორე მსოფლიო ომში მოხალისედ წავიდა, მალე ტყვედ ჩავარდა. 1944 წელს ნაწილი, რომელშიც გიორგი ლოლუა ირიცხებოდა, გერმანელებმა ჩრდილოეთ იტალიაში გადაიყვანეს, თუმცა ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია, გიორგი ლოლუა იტალიაში დარჩა, საიდანაც ემიგრანტებმა გამოიხსნეს, ერთხანს პარიზში ჩაიყვანეს და შემდეგ ამერიკაში გადაგზავნეს. გიორგი ლოლუა კანადაში, ქალაქ ჰამილტონში დასახლდა და 33 წლის მანძილზე უდიდეს მეტალურგიულ ქარხანაში ერთ-ერთი საამქროს მთავარ ინჟინრად მუშაობდა, საიდანაც დიდი პატივითა და ჯილდოებით გააცილეს პენსიაში.

ლექსების წერა საქართველოში დაიწყო. მისი ლექსების ხელნაწერი კრებული 1940 წლით თარიღდება. 1941-1942 წლებში მისი რამდენიმე ლექსი გაზეთებში „კომუნისტსა“ და „თბილისში“ დაიბეჭდა. ასევე რამდენიმე ლექსი ომის წლებში ემიგრანტულ გაზეთებში „ქართველი ერი“ და „საქართველო“ დაიბეჭდა. ომის შემდეგ კი ერთი ლექსი გამოქვეყნდა ჟურნალ „ბედი ქართლისაში“. 1939-1990 წლებში დაწერილი ლექსების ხელნაწერი კრებული გიორგი ლოლუამ საქართველოში გამოუგზავნა, თუმცა მათი ერთ წიგნად გამოცემა ვერ მოასწრო.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები