ლომისის ჯვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლომისის ჯვარი – ხატი მთიულეთში, არაგვსა და ქსანს შორის მდებარე მთის მწვერვალზე. მთიულების გარდა მას ლოცულობდნენ ქსნელნი, მოხევენი, ფშავ-ხევსურნი და სხვა ქრისტიანი მთიელები. წარსულში წარმართული სალოცავი ყოფილა. ბოლოს მას ლომისის წმინდა გიორგის სახელზე ლოცულობდნენ. ლომისის ჯვრის ნიში დაბლა „ბარში“ ჩამოუტანიათ და კალენდარულ რელიგიურ დღეობებს იქ იხდიდნენ, ლომისის მთაზე კი მხოლოდ „ლომისობას“ ატარებდნენ ივლისში. ლომისის ჯვართან ბევრი ლეგენდა, მითიური გადმოცემა და სიმღერაა დაკავშირებული.

დ. გოგოქური


ლიტერატურა

ს. მაკალათია, მთიულეთი, 1930; ე. ვირსალაძე ქართველ-მთიულთა ზეპირსიტყვიერება, გვ. 305, 1958.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები