ლონდარიძე შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შალვა ლონდარიძე

ლონდარიძე შალვა — (1975), პოეტი. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გამოცემული აქვს კრებულები: „სულის თარგმანები” (2016), „ვერტიკალური ჰორიზონტი” (2017).


წავედი და მორჩა!
წავედი და მორჩა!
ნახვამდისაც არ გითხარი,
წამით გრძნობას რომ აბრუნებს
და მზერას ცრის ნაწვიმარი...
გონებაც რომ დაასველა
და ჩამოჰკრა ტლანქი ზარი,
მარტოობის ერთგულების...
მას რომ კეტავს გულის კარი.
ნუღარ იტყვი, რომ გიყვარვარ,
ჩვენ ორშია ერთი ბზარი
და შენს დამშრალ ლიტონ სიტყვებს
არ მსურს ჰქონდეს თუნდაც კვალი...
ერთ დროს, გზა რომ ამირია
და შემახო ყალბი ტანი,
მიხაროდა შენი ყოფნა,
ვგიჟდებოდი კარგა ხანი.
წავედი და მორჩა, აღარც
წერილს დავწერ კალმისტარით,
არ გამიშვებ? ის დრო - მორჩა!
მე არა ვარ პატიმარი.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები