ლორთქიფანიძე ვაჟა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვაჟა ლორთქიფანიძე

ვაჟა ლორთქიფანიძე – ქართველი პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი, სოციოლოგი, დიპლომატი. 1995-1998 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში.

დაიბადა 1949 წლის 29 ნოემბერს თბილისში.

განათლება
1973 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კიბერნეტიკის ფაკულტეტი; 1976 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, სოციოლოგი; 1989 – მოსკოვის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია, პოლიტოლოგი.

სამუშაო გამოცდილება
1983-1990 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, პრეზიდიუმის წევრი. 1989-1990 – საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი;
1992-1995 – საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
1995-1998 – მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი 1998-2000 – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი (პრემიერ-მინისტრი);
2001-2004 – მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი მაჟორიტარი, №52 ბაღდათის საარჩევნო ოლქი, ფრაქცია „ახალი აფხაზეთი და ქრისტიან დემოკრატების“ თავმჯდომარე;
2002-2019 – საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე;
2000-2006 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიის კათედრის გამგე;
2014 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
1999-დან – საქართველოს დემოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი;
2003 – აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობათა კვლევის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი;
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

ფლობს: რუსულ და ინგლისურ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. (1995)


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები