ლორთქიფანიძე ზურაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზურაბ ლორთქიფანიძე

ლორთქიფანიძე ზურაბ — (1919 – 19??), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ჩუნეშში (წყალტუბო). 1941 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1940 წელს, ლექსების პირველი წიგნი კი – 1951 წელს. ავტორია პოეტური კრებულებისა: „სოფლის გზაზე” (1957), „ორი სილამაზე” (1957), „მართალი სიტყვა”, „მარად ცოცხალი” (1971), ლექსები და პოემები (1974) და სხვა. დაწერილი აქვს ბავშვებისთვისაც ლექსთა კრებული „მოვდივართ” (1979). ქართულ ენაზე თარგმნა დიმიტრი გულიას, რევაზ ასაევის, მიხაილ დუდინის და სხვათა ნაწარმოებები.


ერთი წუთიც
ხშირ ტყეების თრთოლვა მაკრავს,
მოგონება ელავს ჩემი;
რა წუთები დამიკარგავს,
რა დღეები... ღამეები.
ჩემგან განვლილ დღეთა ექოს
უფსკრულებზე მუხლი უთრთის,
ჯიუტ სიკვდილს გინდ ესესხო,
არ გასესხოს ერთი წუთიც.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები