ლორის-მელიქოვი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ივანე ლორის-მელიქოვი

ივანე ეგორის ძე (გიორგის ძე) ლორის-მელიქოვი – სომეხი გენერალ-მაიორი (24.03.1873), კავალერიის გენერლის გრაფ მიხეილ ლორის-მელიქოვის (1824-1888) ძმისშვილი.

დაიბადა ტფილისში. 1852 წელს დაამთავრა გვარდიელ პოდპრაპორშჩიკთა და კავალერიის იუნკერთა სკოლა სანქტ-პეტერბურგში. 1852 წლიდან მსახურობდა ოფიცრად გროდნოს ლაიბ-გვარდიის ჰუსართა პოლკში, საარმიო კავალერიაში, ყუბანის კაზაკთა ჯარში და ტვერის დრაგუნთა მე-15 პოლკში.
1867-1876 წ.წ. მსახურობდა დანიის მეფის ქრისტიან IX სახელის სევერსკის დრაგუნთა მე-17 პოლკის მეთაურად.
1862 წლის 17 ოქტომბერს, 28 წლისას მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1876 წლის მაისამდე მსახურობდა კავკასიის კავალერიის დივიზიის I ბრიგადის მეთაურად.
1877 წლიდან მეთაურობდა კავალერიის კაზაკთა მე-2 შემკრებ დივიზიას. მონაწილეობდა 1853-1856 წლების ყირიმის (აღმოსავლეთის) ომში. გარდაიცვალა ტიფისგან ხიფს-ყალაში. დაკრძალული იყო ალექსანდროპოლის (ახლ. ქ. გიუმრი, სომხეთი), სამხედრო სასაფლაოზე.

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ოქროს ხმლით (მამაცობისათვის-1865), და რუსეთის ორდენებით
წმ. ანას II ხარ.(1868),
წმ.სტანისლავის I ხარ.(1859). ორდენით.

მიღებული ჰქონდა უცხოეთის ჯილდოები - სპარსეთის „ლომისა და მზის“ II ხარ. (ვარსკვლავით -1 862) და დანიის დ„ანებროგის“ ორდ. (1867).


წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები