ლორწოვანი მანჭკვალა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლორწოვანი მანჭკვალა (ლათ. Oudermansiella mucida (Fr.) Honhel. რუს. Денежка кольцевая)
ქუდი – 3-8 სმ დიამეტრისაა, ჯერ ნახევარსფეროსებრია, შემდეგ – გაშლილი, ზოლიან-დანაოჭებული, ლორწოვან-წებოვანი ზედაპირით, მოთეთრო-მონაცრისფროა. ფირფიტები შეზრდილია, სქელი, მეჩხერად განწყობილი, თეთრი.
ფეხი – 4-6 სმ სიგრძისაა და 0,5-1 სმ სისქისაა, ხრტილოვანი, ახასიათებს საყელო; ფეხი საყელოს ზემოთ ზოლიანია, დანარჩენი დაფარულია მუქი ქერცლებით, მონაცრისფროა ან მოყავისფრო საყელო ზოლიანია, ლორწოვანი, თეთრი.
სპორები – თითქმის სფეროსებრია, უფერული. 14-18X12-16 მკმ.
იზრდება გამხმარ ფოთლოვან ხეებზე, განსაკუთრებით წიფელზე, ზაფხულ-შემოდგომით. ითვლება მდარე საჭმელ სოკოდ.