ლოცვანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლოცვანი – ლიტურგიკული (საღვთისმსახურო) ტერმინი. ამ სახელით აღინიშნებოდა ორი წიგნი, რომელთაგან ერთში მოთავსებული იყო წირვის წესი, მეორეში — სხვადასხვა საგანგებო შემთხვევის (ნათლისღება, ჯვარისწერა, დასაფლავება) გამო წარმოსათქმელი ლოცვები. „ლუკა იერუსალიმელის წამება“ — სვინაქსარული ტიპის ჰაგიოგრაფიული ძეგლი. 1273 წ., ეგვიპტის სულთან ბუნდუკდარის ზეობაში, „ეშმაკშემოსილმა სპარსმა“ შეიხ-ხიდრმა (ტექსტის „შეხ-ხიდარი“) ქართველებს მისტაცა ჯვარის მონასტერი, რომლის წინამძღვარი იმხანად იყო ლუკა — „ნათესავით ქართველი… მუხაისძე“. როცა ლუკა წარუდგა შეიხ-ხიდრს, მან ქრისტიანობის უარყოფა და მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა. რაკი უარი მიიღო, თავი მოჰკვეთა. ძეგლში დაცულია საყურადღებო ცნობები პალესტინაში ქართული სამონასტრო კოლონიის ისტორიის შესწავლისათვის. მასში გადმოცემულია მამლუქთაგან ჯვარის მონასტრის მიტაცებისა და მიზგითად გადაქცევის ამბის დასაწყისი. ნაწარმოები დაწერილია 1314 წ. შემდეგ. ავტორად მიიჩნევენ ჯვარის მონასტრის უცნობ ქართველ მოღვაწეს ნაწარმოები დამოუკიდებელი ფორმის და შინაარსისაა, რადგან იგი არაა შექმნილი ვრცელი ტექსტიდან ადგილების გამოკრეფის გზით. ტექსტი შემოგვინახა გიორგი ათონელის დიდი სვინაქსარის იერუსალიმურმა ნუსხამ.


ტექსტი

  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, IV, 1968, გვ. 346-348.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები