ლოჯია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლოჯია ქ. პალმ-ბიჩის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, ფლორიდის შტატი, აშშ
ლოჯია - (იტალ. loggia), სამი ან ორი მხრიდან კედლით შემოსაზღვრული ნაწილი შენობისა (დახურული აივნის, პორტიკის ან ცალკე მდგომი ნაგებობის სახით). ღია მხარე ხშირად გაფორმებულია თაღით, სვეტებით, შემოსაზღვრულია ბალუსტრადით ან პარაპეტით.