ლუარსაბ შარაშიძის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლუარსაბ შარაშიძის ქუჩა – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისის რაიონი (ვერე); იაკობ ნიკოლაძის ქუჩიდან ვარაზისხევის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც დუშეთის შესახვევი. 1922 წელს ი. ნიკოლაძის შესახეევი დაერქვა. 1992 წელს ლუარსაბ შარაშიძის სახელი ეწოდა.