ლუმინესცენცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლუმინესცენცია (ცივი ნათება) – (ლათ. lumen სინათლე, შუქი და -escent სუსტი მოქმედების აღმნიშვნელი ბოლოსართი), სითბურ გამოსხივებასთან შედარებით ჭარბი გამოსხივება, რომელიც გრძელდება სინათლის რხევის პერიოდზე ბევრად უფრო მეტი დროის განმავლობაში. ლუმინესენციის ბუნებრივი მოვლენებია: პოლარული ნათება, ზოგი მწერის, მინერალის, ლპობადი ხის ნათება. ლუმინესცენციის კლასიფიკაცია შეიძლება აგზნების ტიპის, ენერგიის გარდაქმნის მექანიზმისა და ნათების დროითი მახასიათებლების მიხედვით. აგზნების ტიპის მიხედვით შეიძლება გავარჩიოთ ფოტოლუმინესცენცია, რადიოლუმინესცენცია, ელექტროლუმინესცენცია, ტრიბოლუმინესცენცია, ქემილუმინესცენცია, კანდოლუმინესცენცია. გამოსხივების ხანგრძლივობის მიხედვით არჩევენ ფლუორესცენციას და ფოსფორესცენციას. ელემენტარული პროცესების მექანიზმის შესაბამისად, ლუმინესცენცია შეიძლება იყოს რეზონანსული, სპონტანური, იძულებითი და რეკომბინაციული.

ლუმინესცენციის ძირითადი ფიზიკური მახასიათებლებია: აგზნების ტიპი, გამოსხივების სპექტრი, პოლარიზაცია, გამოსხივების გამოსავალი – შთანთქმული ენერგიის შეფარდება გამოსხივებულ ენერგიასთან. ლუმინესცენციას ფართოდ იყენებენ პრაქტიკაში. მაგ., ლუმინესცენციურ ნათურებში, ელექტრონულ ხელსაწყოებში (ოსცილოგრაფი, ტელევიზორი, ლოკატორი) ეკრანების ნათებისათვის. ცნობილია აგრეთვე ლუმინესცენციური საღებავები და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები