ლუმინესცენციური თეატრალური მხატვრობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლუმინესცენციური თეატრალური მხატვრობასპექტაკლის (საცირკო ან საესტრადო წარმოდგენის, მასობრივი სანახაობის და ა. შ.) მხატვრული გაფორმება. დაფუძნებულია ქსოვილის ცივი ნათების გამოყენებაზე, ანუ ისეთი ნივთიერებების მოშველიებაზე, რომელთა ნათება წარმოიქმნება არა თბური, არამედ სხვა სინათლის აღმძვრელი წყაროებით. ასეთ ნივთიერებებს ეწოდება ლუმინოფორები ანუ მანათობელი საღებავები. ლუმინესცენციური ფერწერული ტრანსფორმაციის მეთოდის დახმარებით შესაძლებელი ხდება მოქმედების მიმდინარეობის კვალობაზე მყის გადავიყვანოთ მაყურებელი ერთი გარემოდან მეორეში. ჩვეულებრივი საღებავები მანათობლებთან შერწყმით გამოიყენება სპექტაკლების დეკორაციების გაფორმებისას.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები