ლურჯი მიცენა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლურჯი მიცენა (ლათ. Mycena pura (Fr.) Kumm. რუს. Мицена чистая)
ქუდი – 2-5 სმ დიამეტრისაა, ჯერ ზარისებრია, შემდეგ – ამობურცული, კიდეებთან ზოლიანია, ღია მოლურჯო, იისფერი, იშვიათად ვარდისფერი, თეთრი ან ყვითელია. ფირფიტები შეზრდილი, განიერი, სქელი. მეჩხერი, ქუდის ფერი.
ფეხი – 4-7 სმ სიგრძისა და 0,2-0,5 სმ სისქისაა, ფუყე, ქუდის ფერი, ქუდისკენ უფრო ღია ფერისაა. რბილობს ახასიათებს ბოლოკის სუნი.
სპორები – ელიფსისებრი, უფერული, 5,5X2,4-4 მკმ.
იზრდება ნიადაგზე წიწვიან და ფოთლოვან ტყეში, ხშირად დამპალ წიწვებსა და ფოთლებზე, ზოგჯერ დამპალ ხეებზედაც, ზაფხულ-შემოდგომით.
საჭმელად უვარგისია.