ლურჯი ძირწითელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლურჯი ძირწითელა

ლურჯი ძირწითელა – (Echium vulgare L.); ოჯახი: ლაშქარასებრნი (Boraginaceae). ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, გაფარჩხული, რბილი, ჯაგრისებური ბეწვით შემოსილი, სიმაღლე – 30-60 სმ, მარტივი ან მოკლედ დატოტვილი, სწორი. ფოთლები ვიწრო-ლანცეტა ფორმისაა, შებუსული. ყვავილედი მრავალყვავილიანი საგველასებურია. გვირგვინი ყვავილობის პირველ პერიოდში წითელი ფერისაა, შემდეგ ლურჯ ფერს იღებს. ყვ. V; ნაყ. IX. გავრცელებულია ბალახოვან ფერდობებზე, ველებზე, გზის პირებზე, ტყეებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.







წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები