ლურჯფეხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Lurj.PNG

ლურჯფეხა (ლათ. Lepista personata რუს. Рядовка лиловоногая)

ქუდი – 6-15 სმ დიამეტრისაა, ღია მოყვითალო ან ღიაჟანგ-მიწისფერია. ნორჩობაში ამოზნექილი, შემდეგ ბრტყელი. ფირფიტები ხშირი, მოთეთრო, მოგვიანებით – ღია მოყვითალო. ფეხთან შეზრდილია კბილისებურად.

ფეხი – 3-7 სმ სიგრძისა და 1-3 სმ სისქისაა, ცილინდრული, ჩალისფერ ფონზე მუქი იისფერი ბოჭკოებით, ზოგჯერ მთლად იისფერი.

რბილობი – სქელი, მაგარი, ხორციანი, მოთეთრო ან ღია მოყვითალო. ქუდის ქვეშ ზოგჯერ ოდნავ იისფერი, გადანაჭერზე ფერს არ იცვლის.

სპორები – 7-8X4-5 მკმ. ელიფსისებრი, ოდნავ ხორკლიანი, უფერული. სპორების მტვერი თეთრი, ოდნავ მოვარდისფრო.

იზრდება – ტყისგარეთა მდელოებზე, საძოვრებზე, ბაღებში, ზოგ ჯერ ფოთლოვან ტყეშიც.

გემრიელი საჭმელი სოკოა, იხმარება ახალი და დამუჟუჟებული.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები