მაგნიტური ფირი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მაგნიტური ფირი - მასალა, რომელზედაც იწერება მაგნიტურ რხევებად გარდაქმნილი ბგერა. ცნობილია ორი სახის მაგნიტური ფირი: ერთფენოვანი, რომელსაც მასაში მაგნიტური ფხვნილი აქვს შერეული და ორფენოვანი, რომელიც შედგება არამაგნიტური ძირისაგან, ფირის სათანადო გამძლეობას რომ უზრუნველყოფს და მაგნიტური სამუშაო ფენისაგან, რომელიც შედგება ფერომაგნიტური ფხვნილის უწვრილესი ნაწილაკებისაგან. პროფესიულ კინემატოგრაფში ძირითადად გამოიყენება პერფორირებული მ. ფ. 35 მმ–ის და 16 მმ–ის სიგანისა.