მავნედ გამოყენება ფსიქოაქტიური საშუალებების

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მავნედ გამოყენება ფსიქოაქტიური საშუალებების ალკოჰოლის, ქიმიური ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების - (abuse drug, alcohol, chemical substance, or psychoactive substance) – ხშირად გამოყენებადი, მაგრამ ცვალებადი მნიშვნელობის მქონე ტერმინთა ჯგუფი. DSM IIIR-ში „ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნედ მოხმარება“ განისაზღვრება როგორც „არაადეკვატური მოხმარების ფორმა, გამოხატული ხანგრძლივ მოხმარებაში, მიუხედავად იმისა, რომ გაცნობიერებულია მუდმივი ან რეკურენტული სოციალური, პროფესიონალური, ფსიქოლოგიური ან ფიზიკური პრობლემების არსებობა, რომლებიც განპირობებულია ან დამძიმებულია მოხმარებით (ან რეკურენტული მოხმარებით) ისეთ სიტუაციებში, როდესაც ეს ფიზიკურად სახიფათოა“. ეს კატეგორია უკვე მოძველდა უპირატესობა ეძლევა ტერმინს „დამოკიდებულება“ (როდესაც იგი მისაღებია) „დამღუპველი მოხმარება“ და „სახიფათო მოხმარება“ ჯანმოს ტერმინოლოგიაში ეკვივალენტურია, თუმცა, ჩვეულებრივ, მათ მიაკუთვნებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედებას და არა სოციალურ შედეგებს. ნარკომანიის პროფილაქტიკის ბიურო (აშშ) ასევე არ გვირჩევს ტერმინ „ბოროტად მოხმარების“ გამოყენებას, თუმცა ისეთი ტერმინი, როგორიცაა „ნივთიერებათა მავნედ მოხმარება“, კვლავ ფართოდ გამოიყენება ჩრდილოეთ ამერიკაში, ზოგადად ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებულ პრობლემებთან მიმართებაში.

სხვა კონტექსტში მავნედ მოხმარება განეკუთვნება მოხმარების არასამედიცინო ან არასანქცირებულ ხერხს (სახეს) შედეგებისაგან დამოუკიდებლად. ამგვარად, ჯანმოს ნარკოტიკული დამოკიდებულების ექსპერტების კომიტეტის მიერ 1969 წელს გამოცემული განმარტების თანახმად, მოცემული ტერმინი აღნიშნავს „სამკურნალო პრეპარატების მუდმივ ან ზღვარგადასულ მოხმარებას, რომელიც შეუთავსებელია ან არ არის დაკავშირებული მიღებულ სამედიცინო პრაქტიკასთან“.


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები