მავნედ მოხმარება ნივთიერებებისა, რომლებიც არ იწვევეს დამოკიდებულებას

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მავნედ მამოყენება ნივთიერებების, რომლებიც არ იწვევს დამოკიდებულებას (F55) (abuse of non-dependanceproducing substances) – დსკ მე-10 გადასინჯვაში განისაზღვრება, როგორც რაიმე ნივთიერების მრავალჯერადი და შეუსაბამო გამოყენება, მიუხედავად იმისა, რომ მას არ გააჩნია ნარკოგენული პოტენციალი, თან ახლავს მავნე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ეფექტები, ან იწვევს სამიდიცინო პერსონალთან ზედმეტ კონტაქტს (ან ერთსაც და მეორესაც). შესაძლებელია, უკეთესი იქნებოდა, რომ ეს კატეგორია განგვესაზღვრა ტერმინით „არაფსიქოაქტიური ნივთიერებების არასწორი გამოყენება“ (სამკურნალწამლო საშუალებების, ნარკოტიკების ან ალკოჰოლის არასწორი გამოყენება). დსკ მე-10 გადასინჯვაში ეს დიაგნოზი შეტანილია განაკვეთში – „ქცევითი სინდრომები, დაკავშირებული ფიზიოლოგიურ დარღვევებთან და ფიზიკურ ფაქტორებთან“ (F50-F59).

ამათ შეიძლება მივაკუთვნოთ მრავალი სამკურნალწამლო საშუალება, რომელიც გაიცემა რეცეპტით, დაპატენტებული სამკურნალწამლო საშუალებები (იყიდება რეცეპტის გარეშე) და აგრეთვე, ბალახები და სახალხო მედიცინის საშუალებები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი ჯგუფები:

  • ფსიქოტროპული სამკურნალწამლო საშუალებები, რომლებიც არ იწვევს დამოკიდებულებას, ისეთები როგორიცაა ანტიდეპრესიული და ნეიროლეფსიური პრეპარატები;
  • საფაღარათო საშუალებები (რომელთა არასწორ გამოყენებასაც ეწოდება „მიჩვევა საფაღარათო საშუალების მიმართ“);
  • ანალგეტიკები, რომელთა შეძენაც შეიძლება სამედიცინო რეცეპტის გარეშე, ისეთები, როგორიცაა: ასპირინი და პარაცეტამოლი;
  • სტეროიდები და სხვა ჰორმონები;
  • ვიტამინები;
  • ანტაციდები.

ეს ნივთიერებები, ჩვეულებრივ, არ იწვევს ფსიქიკური სიამოვნების ეფექტს, მაგრამ მათი მოხმარების შეზღუდვას ან აკრძალვას წინააღმდეგობა ხვდება. მიუხედავად პაციენტის გამოხატული მოტივაციისა – მიიღოს ნივთიერება, არც დამოკიდებულების სინდრომი და არც აღკვეთის მდგომარეობა არ ვითარდება. ამ ნივთიერებებს, ფარმაკოლოგიური ზემოქმედების თვალსაზრისით, არ გააჩნიათ ნარკოგენული პოტენციალი, მაგრამ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ფსიქოლოგიური დამოკიდებულება.


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები