მათემატიკის ინსტიტუტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მათემატიკის ინსტიტუტისაქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი – სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება, რომელიც ამუშავებს თეორიული და გამოყენებითი მათემატიკის საკითხებს. ჩამოყალიბდა 1933 წ-ს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რომელსაც 1935 წ-ს გამოეყო და შედიოდა სსრკ-ს მეცნ. აკად. საქართველოს ფილიალში. ხოლო 1941 წლიდან, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჩამოყალიბების შემდეგ, მის სისტემაშია.

მათემატიკის ინსტიტუტში ამუშავებენ ტოპოლოგიის, ალგებრის, რიცხვთა თეორიის, გეომეტრიის, ფუნქციათა თეორიის, დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებების თეორიის, მიახლოებითი ანალიზის, დრეკადობის მათემატიკური თეორიისა და თეორიული ფიზიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებს. 1937 წ-დან გამოსცემს „შრომებს“.

მათემატიკის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდნენ: ნიკო მუსხელიშვილი (1933-1935; 1941-1976). ვიქტორ კუპრაძე (1936-1941). ნიკოლოზ ვეკუა (1976-1993), ივანე კიღურაძე (1993-2006). 2006 წლიდან – ნინო ფარცვანია.

წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები