მათურელი თეიმურაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეიმურაზ მათურელი

თეიმურაზ მათურელი − (28 მარტი 1947, სიღნაღი – 31 იანვარი 1993, კუნძული ტექსელი (დაკრძალუალია თბილისში)], ქართველი პიანისტი.

1970 დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია საფორტეპიანო განყოფილება (პედ. ი. ფლიერი). 1975 მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურა (პედ. ლ. ნაუმოვი). 1970-91 თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1985 ჩამოაყალიბა საფორტეპიანო ტრიო თ. მათურელი (ფორტეპიანო), ლ. ჩხეიძე (ვიოლინო), რ. მაჩაბელი (ჩელო). 1991-92 თანამშრომლობდა საქართველოს სიმებიან კვარტეტთან. გამოირჩეოდა მაღალი საშემსრულებლო კულტურითა და ნატიფი გემოვნებით.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები