აზარაშვილი მაია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მაია აზარაშვილი-დან)
მაია აზარაშვილი — (დ. 6 აპრილი, 1964, თბილისი), ქართველი მძლეოსანი, სპრინტი. XXIV ოლიმპიური თამაშების (1988, სეული) მესამე პრიზიორი (ესტაფეტა, 4 X 100 მ) და ფინალური გარბენის მონაწილე (200 მ, VII ადგილი), XXVI ოლიმპიური თამაშების (1996, ატლანტა) მონაწილე (ფინალურ გარბენში ვერ მოხვდა) და სსრკ ჩემპიონი და კეთილი ნების თამაშების მეორე პრიზიორი 200 მ რბენაში (1986), სსრკ თასის მფლობელი (1988), გრანპრის ოქროს ოთხეულის მონაწილე. საუკეთესო პირადი შედეგი: 100 მ 11,08; 200 მ 22,24.